Loading data...
თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია შემოხაზულია ყვითელი ლენტით, ასევე აღნიშნულია ადგილები, სადაც იარაღის მასრებია დარჩენილი.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.