Loading data...
თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ  ჩხუბი უძღოდა.

შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.