Loading data...
თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს.

წინასწარი ცნობით, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.