1732096398
სამართალი
თბილისში ე.წ. გლდანის ხიდებთან ავარიის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიმტვრა - არიან დაშავებულები
თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.