1746876653
სამართალი
თბილისში ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 3 ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.