1761412176
სამართალი
თბილისში ახალგაზრდა მასწავლებელს თავს დაესხნენ, ის კლინიკაში მოთავსების შემდეგ გარდაიცვალა
26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა.
გიგა ავალიანს კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ის მანამდე კომაში იყო.
არსებული ინფორმაციით, ავალიანზე თავდამსხმელი ერთი პირი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.