Loading data...
თბილისში 30 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, გამთენიისას ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა.

არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

სხვა დეტალები, ამ  ეტაპზე, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.