1768747208
სამართალი
თბილისის შემოვლით გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა - არის მსხვერპლი
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.