თამაზ ბორაშვილი: მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას
„ჩემი პრიორიტეტი იქნება ,,სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის“, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას.
„სამსახურის ოპერატიული, ტექნიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებას, ასევე, მოტივირებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მოზიდვასა და მათ განვითარებას.
შესაბამისად, ჩემი პრიორიტეტი იქნება ,,სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის“, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას. სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და დასაქმდნენ ჩვენს სამსახურში.
მსურს აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მაღალკვალიფიციური და ღირსეული პირადი შემადგენლობით, ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ მათი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მრავალი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება.
შესაბამისად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეულ თანამშრომელს სამშობლოს ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის. ისინი ნამდვილად არიან ის პატრიოტი ადამიანები, რომელთა ყოველდღიური, თავდადებული შრომა უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.
გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების
შემთხვევაში, მე და უწყების თითოეული თანამშრომელი დაუღალავად და უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულებას - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე და უსაფრთხოება! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!“ - აღნიშნა ბორაშვილმა.