1765021197
სამართალი
სუსი: როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოძიების შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში.