Loading data...
სუსი: მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა.

„საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება.

ჩვენს შემთხვევაში მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა.

არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.