1767181271
სამართალი
სუსი ადასტურებს, რომ თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა.