Loading data...
სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ასევე, საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს.

სულხან თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.