Loading data...
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდამცავ სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.