Loading data...
სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ამ ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ის ნასვამი იყო. დაპირისპირების შემდეგ მან მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ გაისროლა, ასხლეტილი ტყვია კი გამვლელს მოხვდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) და 239-ე (ხულიგნობა. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) მუხლებით დაიწყო.