Loading data...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობის დროს სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ტელეკომპანია „იმედს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.