1793028155
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა. პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.