Loading data...
სოფელ წყალწმინდაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.