1753036804
სამართალი
სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ გომში, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.