Loading data...
სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია - „მე მომავალში“ გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, 52 საჯარო სკოლაში უკვე ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3000-მდე მოსწავლემ მიიღო.

კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების პრევენცია. თეორიულთან ერთად, შეხვედრები მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს - როლურ თამაშებს, დისკუსიებს, ანიმაციური ვიდეოს ჩვენებას და სხვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.