1725470258
სამართალი
შსს-ში აცხადებენ, რომ ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძემ, შსს-ს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას , კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.