1759640220
სამართალი
შსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს კითხვა დაუსვეს რუსლან შამახიას დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც დარახველიძემ განაცხადა, რომ შამახია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით არის დაკავებული.
„მისი დაკავების ფაქტს გიდასტურებთ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ახლაც მიმდინარეობს ღონისძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.