Loading data...
შსს: საკრებულოს მიმდებარედ 10 პირი დააკავეს, მათ შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ.

გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და
წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.