Loading data...
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების დაყრას ედავებიან

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, რომლებსაც სამტრედიის სოფელ მელაურში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების დაყრას ედავებიან. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე სამედიცინო ნარჩენებს ეხება. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი, ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.