შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე როშვან შახვედროვის ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.
როგორც უწყებაში Info9.ge-ს განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა მოქალაქე როშვან შახვედროვის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა როშვან შახვედროვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები.
ასევე, ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - „მეთადონის“, „მეფედრონის“ და „ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას და ასევე, განმარტა, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული დაცვით.
იგი არაერთხელ იქნა დაბარებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ოქმის შედგენის მიზნით, თუმცა იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას“, - აცხადებენ უწყებაში.