Loading data...
შსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა

სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად newshub.ge შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს, თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N54-თან, მოპედის მძღოლმა - 2005 წელს დაბადებულმა პირმა დაარღვია მანევრირების წესი, ვერ უზრუნველყო უსაფრთხოდ მართვა და წაიქცა. შემთხვევია შედეგად მოპედის მძღოლმა მარცხენა კიდურის მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოპედის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-10-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს“, - აცხადებენ უწყების პრესცენტრში.