1767205636
სამართალი
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - ბრალდებული აბაშაში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
არსებული ცნობით, ბრალდებული აბაშაში დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა.