Loading data...
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს.

დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.