Loading data...
შსს: არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ, იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და არც მისი მეუღლის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა, ხოლო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოტე იოსელიანი დაუყოვნებლივ დაიბარა საგამოძიებო ორგანოში.