Loading data...
შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

112-ის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას, გეკა გელაძე ადგილზე გაეცნო 112-ის თბილისის ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორ გიორგი არსოშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობისას ცენტრის საქმიანობის ძირითადი
მიმართულებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო 112-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.

გეკა გელაძემ 112-ის თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკის დეტალებიც მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.