Loading data...
შემოსავლების სამსახური: სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტშისარფში“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.