Loading data...
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას 22 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილს, რომელსაც, ახალგაზრდა კაცი მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ასევე, დაშავდა ავტომობილში მყოფი ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.