Loading data...
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.ვ., 1997 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1977 წელს დაბადებული ქ.ო., ასევე, საქართველოს ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული მ.კ. და 1993 წელს დაბადებული კ.ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ა.ვ. და ჰ.ს. უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ბრალდებულმა ქ.ო.-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, ხოლო ბრალდებულებმა მ.კ.-მ და კ.ლ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, - აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.