Loading data...
სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ს.ა. სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.