Loading data...
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.