Loading data...
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 1 755 ცალი სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს ორ შეკვრად დაფასოებული საქონელი მალულად ჰქონდა განთავსებული ავტომობილის სალონში.

არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.