Loading data...
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.