1762513176
სამართალი
სანაპიროზე ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი
თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიას მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.