სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.
„ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან
ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრამამდე
„ალფა-პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.