Loading data...
საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოკაევი გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან.

გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე, მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.