საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ორი ბრალდებული კი სექტორ „კასუმლოს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, ქვეითად გადაკვეთას ცდილობდა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სამივე დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.