1736345577
სამართალი
საბურთალოზე 1 ადამიანი დაჭრეს
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.