1764958717
სამართალი
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ფიროსმანის ქუჩაზე, მიკროავტობუსების ფარეხის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროგამათბობელი გახდა.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.
ამავე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.