1760388441
სამართალი
რუსთავში კაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოდებაძის ქუჩაზე, იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სატვირთო ავტომობილი 60 წლამდე კაცს დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.