1727643900
სამართალი
რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო-რუსთავი ავრცელებს.
არსებული ცნობით, ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მოტოციკლის მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.