Loading data...
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი ცნო დამნაშავედ და მათ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამი მსჯავრდებულიდან – გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი აჭარის კუდ-ის სპეცრაზმელები, მალხაზ აბულაძე კი, აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

აბულაძე ინტერპოლით იძებნება, ხოლო გელა გვიანიძემ და ასლან ინაიშვილმა შავაძის ლიკვიდაციის ადგილზე ყოფნა დაადასტურეს, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ არ გაუსვრიათ, ვერც დაინახეს მისი მკვლელობა, მხოლოდ მოკლული დაინახეს.

მათივე განმარტებით, მათ იარაღზე არ აღმოჩნდა არც დენთის კვალი და არც ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მათი იარაღიდან მოხდა გასროლა.