Loading data...
ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.