Loading data...
ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.