პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, მისი საჯარო წერილები ეყრდნობა მხოლოდ სხვადასხვა გამოცემიდან მიღებულ მოარულ ინფორმაციებს და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
როგორც პროკურორი მედეა ცირამუა აცხადებს, გამოკითხვისას ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობს და მის მიერ გაკეთებული განცხადებები ეყრდნობოდა სხვადასხვა გამოცემებიდან მიღებულ ინფორმაციას.
„ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შესაბამისად, მისგან რაიმე დამატებითი ცნობა არ მოგვისმენია. მისი საჯარო წერილები ეყრდნობა მხოლოდ სხვადასხვა გამოცემიდან მიღებულ მოარულ ინფორმაციებს და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ის კატეგორიული იყო, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტიც - გამოკითხვის ოქმი, რომელიც მისი ადვოკატების მონაწილეობით შედგა“, - განაცხადა მედეა ცირამუამ