Loading data...
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, 7.4997 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.